სოზარ სუბარმა ხაშურში ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

სოზარ სუბარმა ხაშურში ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა  და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა  ხაშურში დევნილთათვის განკუთვნილ ობიექტებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობის რეაბილტაცია  20 ოქტომბერს დასრულდება და საცხოვრებელ ფართი 85 დევნილ ოჯახს გადაეცემა.  111 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას ხაშურის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტაციის შედეგად.   ობიექტის რეაბლიტაცია 2015 წლის 29 სექტმბერს დასრულდება.

სოზარ სუბარი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც იმყოფებოდა, სადაც დევნილი ოჯახების აპლიკაციების მიღების პროცესი მიმდინარეობს. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი უკვე შეავსო 200-მდე დევნილმა ოჯახმა. ხაშურის რაიონში, ორ ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილები ბინებს უპირობოდ,  ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე მიიღებენ, ხოლო დანარჩენი ოჯახები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განსახლდებიან.