ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს განცხადება

ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს განცხადება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტო გაცნობებთ, რომ იწყება ანალოგური საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა.  1-ელ ივლისს, დილის 10 საათზე  მაუწყებლობა ანალოგურ ფორმატში შეწყდება თბილისში, საგარეჯოში, კოჯორში, მარნეულსა და რუსთავში, აგრეთვე გაითიშება გარდაბნის, მარნეულის, საგარეჯოს, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო  გადამცემები.

შეგახსენებთ,  რომ ციფრულ ფორმატში ღია საეთერო მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2015 წლის მარტიდან მიმდინარეობს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება  სხვა რეგიონების გათიშვის  შესახებ  შესაძლებელია  ტელეეთერის, ცხელი ხაზის,  პრესისა და ვებ გვერდის www.digitaltv.ge -ს  საშუალებით.