ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის სრული ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით (26 ივნისის მონაცემებით)
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარ სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 100- ზე მეტი კომპანიის მიერ 10 მილიონ ლარამდეა ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა. თანხის მნიშვნელოვანი ზრდა „ქართუ ბანკის“ მიერ 25 ივნისს გაწეულმა მსხვილმა კონტრიბუციამ განაპირობა, რომელიც შეადგენს 2.250.000 ლარს. ასევე 25 ივნისის მონაცემებით დაემატა ტანაინვესტირების ფონდის მიერ გაცემული 500 000 ლარი.
სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი წარმოგიდგენთ სრულ ანგარიშს 26 ივნისის მონაცემებით:
ფინანსური კონტრიბუციის სრული ანგარიში 25 ივნისის მონაცემებით:
1. „ქართუ ბანკი“ – 2.250.000 ლარი
2. თანაინვესტირების ფონდი-500 000 ლარი