ბათუმის ცენტრში ე.წ. „ბუტკები“ აღარ დგას

ბათუმის ცენტრში ე.წ. „ბუტკები“ აღარ დგას

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ განთავსებული 10-მდე ჯიხური  წუხელ აიღეს.

"ჭაჭის თაუერის" მიმდებარე ტერიტორიაზე ჯიხურების აღების პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

გავრცელებული ინფორმაციით ბათუმის ცენტრში განთავსებული ჯიხურების გამო პრემიერ-მინისტრიც აღშფოთდა, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს არჩილ ხაბაძეს, ბათუმის მერს დავით ერმაკოვს გუშინ პირადად ტელეფონით დაუკავშირდა და ჯიხურების სასწრაფოდ აღება მოსთხოვა.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით გოგებაშვილის ქუჩაზე, გარე მოვაჭრეების მიერ თვითნებურად დამზადებული ჯიხურების განთავსებას  საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.