სოზარ სუბარი სვანეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

სოზარ სუბარი სვანეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯონ მაკკისიკი ჭუბერსა და ხაიშში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

მინისტრი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი ადგილზე გაეცნენ დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მოკვლეული და შესწავლილი იქნა 34 დევნილი ოჯახი.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება და საოჯახო ინვენტარი გადასცა.

შეხვედრებისას გამოიკვეთა, რომ სვანეთში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის სირთულეს წარმოადგენს სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს ზუგდიდის ოფისში მისვლა. მინისტრის გადაწყვეტილებით, სამმართველოს თანამშრომლები ადგილზე ჩავლენ და დევნილ ოჯახებს, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, განაცხადებს შეავსებინებენ.

გარდა ამისა, სამინისტრო ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს დევნილებს, რომლებსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროებათ.