გიორგი მღებრიშვილმა და ჰოვანეს მანუკიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

გიორგი მღებრიშვილმა და ჰოვანეს მანუკიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად  ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ჰოვანეს მანუკიანმა სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ მემორანდუმს  ხელი მოაწერეს. ქართულმა მხარემ „არმავირის“ სასჯელაღსრულების დაწესებულება მოინახულა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან, არტურ ოსიკიანთან  შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქართულ პენიტენციურ სისტემაში მიღწეულ წარმატებასა და მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმაზე ისაუბრა.

ერევანში ქართული მხარის ოფიციალური ვიზიტი 24 ივნისს დაიწყო და 26 ივნისამდე გაგრძელდება.