კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაზისუბნის მიკრორაიონებს, სასმელ წყალს ღამის განმავლობაში ცისტერნებით მიაწვდის.
ცისტერნების ლოკაციის ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებას ვაზისუბნის მაცხოვრებლები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).
ვაზისუბნის მიკრორაიონებს წყლის მიწოდება დღეს, 21:00 საათის ნაცვლად, ხვალ, დილის 8 საათისთვის ( 08:00 ) აღუდგება. წყალმომარაგების გადავადება წყალსადენის ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების სირთულემ განაპირობა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.