„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩასთან არსებულ საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებით, ახალი საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილება მიიღო. რადგან შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, გზისა და განახლებული საკანალიზაციო ქსელის აღდგენას, დაახლოებით 30 დღე დასჭირდება, ამ პერიოდის მანძილზე კომპანია, დროებით, ადგილობრივ მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც, მდ. ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება. საკანალიზაციო კოლექტორი პირვანდელი სახით საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასევე აღნიშნავს, რომ საკანალიზაციო წყლების ჩადინება არ ხდება იმ ტერიტორიის სიახლოვეს სადაც მოხალისეები მუშაობენ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას შეახსენებს, რომ თბილისელებისთვის მიწოდებულ სასმელ წყალს არანაირი კავშირი არ აქვს მდინარე ვერეს წყალთან, რადგან დედაქალაქი სასმელი წყლით მარაგდება არაგვის ხეობიდან.