18 ივნისის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით

18 ივნისის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით

გთავაზობთ 18 ივნისის მონაცემებს ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით:

18 ივნისის ფინანსური კონტრიბუციის შედეგები:

„ნატახტარი - 20 000 ლარი

ავსტრიული სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანია „გებრიუდერ ვაის“ – 10 000 ლარი

„ვითიბი ბანკი“ - 207 575 ლარი („ვითიბი ბანკმა“ ოთხჯერ გაზარდა თანხა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

„წყალი მარგებელი“ – 25 000 ლარი

UniCredit.ge- 2000 ლარი

ჩინეთის სინჯიანის პროვინციის ხიდების, გვირაბებისა და გზების მშენებლობის საერთაშორისო კორპორაციის ოფიციალური წარმომადგენლობა - 80 000 ლარი

GAA group Zestafoni Ferro/Chiatura Mine – 500 000 ლარი; კომპანიის თანამშრომლები - 15 000 ლარი

კომპანია "გლობალფარმი"  - 10 000 ლარი

კომპანია ნატალი - 2000 ლარი

კომპანია „სარაჯიშვილი“ - დაღუპული მაშველის ოჯახს 10 000 ლარი

შპს დიდუბე 95 – 2000 ლარი

წისქვილის ჯგუფი - 2000 ლარი

შპს სუზანდა - 2000 ლარი

გალფი- 200 000 ლარი

კაზინო აჭარა - 100 000 ლარი