შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეუერთდა საქველმოქმედო ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად და ქალაქის რეკონსტრუქციისათვის!
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტმა თავისი წვლილი შეიტანა საკვებითა და წყლით უზრუნველყოფის საკითხში. ასევე მოხალისე სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ჩართულობით მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის დასუფთავებაში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდ მადლობას უხდის ყველა მოხალისეს, რომელიც ჩართული იყო ზემოთ ხსენებულ ღონისძიებებში!