"სინათლის ქალაქის" მუშახელი და სპეც. ტექნიკა დღეს დილიდან ზოოპარკშია შესული და ტერიტორიას წაქცეიული ხეებისგან წმენდს. ხეების გარდა, "სინათლის ქალაქის" წარმომადგენლებმა ზოოპარკის ტერიტორიიდან რამდენიმე ავტომობილი შლამიდან ამოიღეს. ტერიტორიის დასუფთავებაში პირადად არიან ჩართულნი "სინათლის ქალაქის" ხელმძღვანელები.
მერიის მუნიციპალური საწარმოს დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით, ზოოპარკში "სინათლის ქალაქის" 50 -ზე მეტი მუშახელი და 3 ერთეული ტექნიკა მუშაობს, რომლებიც ტერიტორიას წაქცეული ხეებისგან ასუფთავებენ.
გაწმენდითი სამუშაოები თბილისის ზოოპარკში ამ დრომდე გრძელდება. გარდა ხეების და შლამის გატანისა, ტერიტორიაზე ცხოველთა ვოლიერებში ჩამდგარ წყალსაც ტუმბავენ.