ახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

ახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

დღეს, ზუგდიდში,  დევნილი ოჯახებისათვის ბინები  კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში არსებული ობიექტის რეაბილიტაცია განახორციელა, სადაც ბინა  42-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. დევნილი ოჯახების შერჩევა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მოხდა.

ბინების განაწილების პროცედურას  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწენენ. კენჭისყრის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.

ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები.

შენობაში სულ 42 ბინაა, აქედან 14 - ერთოთახიანი, 23 ოროთახიანი, 5 - სამოთახიანი.