„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს 600,000 -700,000 ლარამდე აუნაზღაურებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს 600,000 -700,000 ლარამდე აუნაზღაურებს

ზარალის ანაზღაურების პროცესი სტიქიიდან მეორე დღეს, 14 ივნისს დაიწყო

„ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანას“ სადისტრიბუციო ავტომობილების დაზიანება 100%ით აუნაზღაურდებათ და 210,000 ლარს მიიღებენ

საქართველო, თბილისი, 16 ივნისი: სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ასრულებს სტიქიით გამოწვეული ზარალების სავარაუდო მოცულობის დაანგარიშებას. დღევანდელი მონაცემით მთლიანი ასანაზღაურებელი თანხა 600 000 – 700 000 ლარს აღწევს, ციფრი შეიძლება გაიზარდოს.

კომპანიის ანაზღაურების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში - კვირის ბოლომდე დაასრულოს ზარალების დარეგულირების პროცესი და გასცეს თანხა დაზარალებულ პირებზე და კომპანიებზე.

თინათინ სტამბოლიშვილი,  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი: „კომპენსაციების გაცემა გუშინვე დავიწყეთ და სადაც შევძლით, უკვე დავაკმაყოფილეთ დაზღვეულები უმოკლეს ვადებში. ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, რომ სრულად დავფაროთ ზარალი დაჩქარებულ ტემპებში.  ამავდროულად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურ პირებს ზიანი ფრანშიზის გარეშე, ანუ სრულად - 100%ით დავუფაროთ.“

კომპანიის განცხადებით, „ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა“, რომელიც „ჯიპიაი“-ს ავტოდაზღვევით სარგებლობდა, სადისტრიბუციო მანქანების სრული ზიანის გამო 210,000 ლარს აუნაზღაურებს. თანხის გადარიცხვა უახლოეს დღეებში მოხდება.