კომპანია „სოკარი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო. სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, „სოკარი“ მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. კომპანიამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, სტიქიის ადგილზე მობილიზებული მძიმე ტექნიკისთვის 10 000 ლიტრი საწვავი გამოუყო. წყალდიდობის შედეგად დაზარალებული თბილისელების დასახმარებლად კი „სოკარმა“ 50 000 ლარი გამოყო.
კომპანიაში ასევე აქტიურად განიხილება დახმარების აღმოჩენის სხვა წინადადებებიც.