GWP მზად არის დათვის ორ ბელზე მეურვეობა იტვირთოს

GWP მზად არის დათვის ორ ბელზე მეურვეობა იტვირთოს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალარინების საავარიო ბრიგადამ ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის, მე-15 კორპუსის მიმდებარე სკვერში, დღეს, დათვის ორი ბელი აღმოაჩინა. ზოოპარკიდან გაქცეული დათვის ბელები კომპანიის თანამშრომელმა, ბესო ქაშიაშვილმა დაიჭირა და თუნუქის ყუთში უსაფრთხოდ მოათავსა. დათვის ორივე ბელი, საპატრულო პოლიციის დახმარებით, ზოოპარკს დაუბრუნდება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მზად არის, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, დათვის ორივე ბელზე მეურვეობა იტვირთოს.