GWP 1400 მმ-იანი მაგისტრალის ახალი მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად ხვალიდან  სამუშაოებს განახორციელებს

GWP 1400 მმ-იანი მაგისტრალის ახალი მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად ხვალიდან სამუშაოებს განახორციელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღმაშენებლის ხეივანში, 1400 მმ-იან  მე-6 მაგისტრალურ წყალდენზე მესამე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ახლით შეიცვალა მაგისტრალის კიდევ ერთი, 300-მეტრიანი ამორტიზებული მონაკვეთი. კომპანია ხვალ, 15 ივნისს, რეაბილიტირებული მონაკვეთის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებისა და ექსპლუატაციაში გაშვების კომპლექსურ სამუშაოებს განახორციელებს.

ამ მიზნით, ხვალ და ზეგ, 15 და 16 ივნისს, თბილისის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს წყალმომარაგება შემდეგი განრიგით შეუწყდება:

15 ივნისის 11:00-დან 16 ივნისის 02:00 საათამდე: ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მ/რაიონებს, ქავთარაძის, გამრეკელის, ზაქარიაძის, ასათიანის და მათ მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს

15 ივნისის 23:00-დან 16 ივნისის 04:00 საათამდე: ჭავჭავაძის გამზირის ზედა ნაწილს, წყნეთის გზატკეცილსა და სოფელ ბაგებს

15 ივნისის 22:00-დან 16 ივნისის 11:00 საათამდე: საბურთალოს, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ზოგიერთ ქუჩას

15 ივნისის 16:00-დან 16 ივნისის 10:00 საათამდე: წყნეთს, ოქროყანას, წავკისსა და მიმდებარე სოფლებს

15 ივნისის 11:00-დან 16 ივნისის 23:00 საათამდე: აღმაშენებლის ხეივნისა და სოფელი  დიღმის ნაწილს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. კომპანია შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -

http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.