შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „რობოტიკის კლუბმა“  „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო“ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „რობოტიკის კლუბმა“ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო“ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „რობოტიკის კლუბის“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს გამარჯვება „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო“ კონკურსში, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ მოიპოვეს უფლება ჩაატარონ პროექტი მეიქატრონის სახელით. 

მეიქატრონი არის კონკურსი, სადაც ნიჭიერი ადამიანები მუშაუბენ დასმულ საკითხზე ჯგუფურად უწყვეტ დროში. ორი დღის განმავლობაში მათ უნდა წარადგინონ მიღებული შედეგები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ატარებს კონკურს სოფლის მეურნეობის დარგში. რაც მიზნად ისახავს თავი მოუყაროს განათლებულ და ნიჭიერ სპეცილისტებს, რათა მათ გადაჭრან სოფლის მეუნრნეობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს იქნება: მორწყვის, სეტყვისგან დაცვის, მოხვნის, დათესვის, მოსავლის აღების, ენერგო მომარაგების, შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის და სხვა მსგავსი სირთულეების იოლად გადასაჭრელად. ამ კონკურსზე მონაწილეებს ექნებათ ტექნიკური მხარდაჭერა, იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეები გადაწყვიტონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისე, რომ მოსავლის მოყვანის ხარჯები შემცირებული იქნას და მოსავალი დავიცვათ შემთხვევითი განადგურებისაგან.

კონკურსი დაიწყება 20 ივნისს და გაგძელდება 28 ივნისამდე. კონკურსის პირველივე დღეს მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სპეციალურად იქნება მოწვეული კონკურსზე, მონაწილეებს დაუსახავს მიზანს თუ რისი გაკეთება სურთ და თუ როგორი შედეგი იქნება მისაღები.

კონკურსის მონაწილეები შერჩეული იქნებიან ელექტრო მოწყობილობებისა და ავტომატიზირებული სისტემების კარგი ცოდნით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს გიორგი უსანეთაშვილს „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებას