ეუთო თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს მწვავედ აკრიტიკებს: ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით კანონი დაარღვია

ეუთო თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს მწვავედ აკრიტიკებს: ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით კანონი დაარღვია

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დამკვირველვების განცხადებით პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი - ″სამართლიანობისა და განვითარების″ პარტიის სასარგებლოდ პროპაგანდით იყო დაკავებული რითაც კანონი დაარღვია. ეუთო-ს წარმომადგენლებმა ″პრეზიდენტის შეურაცყოფის″ მოტივით ოპოზიციური პარტიების გამოყენებული პლაკატების უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მიერ მოხსნაც გააკრიტიკა.

ეუთო-ს დამკვირვებლებმა Samanyoluhaber.com ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინებას ხაზი გაუსვეს და აღნიშნეს, რომ მედიისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება შემაშფოთებელია. უმაღლესი საარჩევნო საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლო განხილვას არ ექვემდებარება რითაც ძალთა გადანაწილება იგნორირებულია აღნიშნავენ ეუთო-ს დამკვირვებლები და 10%-იან ბარიერს აკრიტიკებენ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლესიგან შემდგარმა შეზღუდულმა სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორის და ლიდერის ვილიჟა ალექნაიტე აბრამიქიენეს მიერ ანკარაში გამოქვეყნდა. ანგარიშში ყველაზე მეტი კრიტიკა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ეკუთვნის. ეუთო-ს დამკვირვებლები, სახელმწიფო კონსტიტუციის შესაბამისად ქვეყნის ხელმძღვანელი ვალდებულია ნეიტრალური უნდა იყოს,  კონსტიტუციის მიუხედავად, ერდოღანის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურ მონაწილებას აკრიტიკებენ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოს შესაძლებლობებითა და საჯარო მოხელეების მიერ ორგანიზებულ პროგრამებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ კამპანიას ატარებდა და ოპოზიციას აკრიტიკებდა. ანგარიშში ასეა ნათქვამი: ″სახელმწიფო კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი პარტიას მხარს ვერ დაუჭერს და მიუხედავად იმისა, რომ თავის მოვალეობას ობიექტურად უნდა ასრულებდეს, პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიებში აქტიურად მონაწილეობდა. პრეზიდენტმა როგორც სახელმწიფო მეთაურმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უჩვეულო რაოდენობით საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. თუმცა, ეს ღონისძიებები მმართველი პარტიის კამპანიად იქცეოდა და ოპოზოციის ლიდერებსაც აკრიტიკებდა. პრეზიდენტის მიტინგებით კამპანიის წესები და ეუთო-ს კოპენჰაგენის კრიტერიუმები ირღვევა″.

„მედიაში პოლარიზაცია აღინიშნება და პარტიებისთვის მიცემული დროის ხანგრძლივობა სამართლიანი არ არის აღნიშნულია ანგარიშში. სახელმწიფო ტელევიზიების ჩათვლით ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი მედიასაშუალებები მმართველი პარტიის მიმართ დიდი მიდრეკილებაა. უმაღლესი საარჩევნო საბჭოს საარჩევნო კამპანია და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხები კანონმდებლობას არ შეესაბამება. უმაღლესი საარჩევნო საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოს განსჯის საგანიც კი ვერ ხდება რაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივად დაცვის საშუალებეები იზღუდება″ - ნათქვამია განცხადებაში. დამკვირვებლების აზრით არჩევნები ზოგადად პროფესიონალურად ჩატარდა და აღნიშნავენ, რომ უმაღლესი საარჩევნო საბჭო რაც უფრო გაჭვირვალე იქნება მის მიმართ ნდობა უფრო გაღრმავდება.

დამკვირვებლების განცხადებით ხმის მიცემის პერცესში ძალიან ცოტა ინციდენტი დაფიქსირდა, ხმების დათვლისა და გაერთიანების პროცესი კი ზოგადად გამჭვირვალედ განხორციელდა ნათქვამია ანგარიშში.