მსჯავრდებულები მსჯავრდებულებს ინგლისურ ენას ასწავლიან

მსჯავრდებულები მსჯავრდებულებს ინგლისურ ენას ასწავლიან

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს. მსჯავრდებულები ცდილობენ მიიღონ და გასცენ ცოდნა, რაც მათი   რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად ხელს უწყობს.

სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაიწყო. კურსი   აღნიშნული დაწესებულების მსჯავრდებულებს, ი. მ.-ს  და ა. ს.-ს მიჰყავთ. პირველ ეტაპზე სწავლებას  2 ჯგუფი გაივლის, თითოეული   10  მსმენელისგან შედგება. სასწავლო პროგრამის  ხანგრძლივობა  3 თვეა. სწავლების დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება, რომლის შედეგადაც გამოვლინდება მეორე  დონეზე გადამსვლელთა ვინაობა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცემათ.

მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა დასაქმებისა და განათლების პროგრამების გავრცელება დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

2014 წელს სასჯელაღსრულების  დაწესებულებებში   საბაზისო  კომპიუტერული სწავლების კურსი  300-ზე მეტმა  მსჯავრდებულმა გაიარა.  ამ ეტაპზე კომპიუტერული კურსის სწავლებაში დაახლოებით 220 მსჯავრდებულია ჩართული.