„ფუდპანდას“  საქართველოში მობილური აპლიკაციით ბიზნესის წარმოებაში უკვე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს

„ფუდპანდას“ საქართველოში მობილური აპლიკაციით ბიზნესის წარმოებაში უკვე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს

თბილისში საკვების ონლაინ  შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge  სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.  ის მოსწონს ყველას -  ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. 

გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება  შარშან,  2014 წლის 21 მარტს დაიწყო.  მოკლე დროის მუხედავად, მან უკვე შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესება. მომხმარებელმა სერვისი, რომელიც ქართულ ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს, დადებითად შეაფასა. „ეს არის სერვისი, რომელმაც მოხმარებელი გააოცა!“ - აცხადებენ ერთგული მომხარებლები.

გერმანულ ბრენდს ქართულ ბაზარზე ამბიციური გეგმები და მიზნები აქვს.. როგორც ფუდპანდას დირექტორი, გიგა ქერქაძე  აღნიშნავს,  მომხმარებლის რაოდენობა სტაბილურად იზრდება და უკვე 15 ათასს აჭარბებს. „დღესდღეობით „ფუდპანდას“ პარტნიორთა რიცხვში 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანია და  მათი რაოდენობა,  შემდეგაც აუცილებლად გაიზრდება,“ -განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოში ფუდპანდას მობილური აპლიკაციის გადმოწერათა რაოდენობა უკვე 8 ათას  აღწევს.  თუ გათვალისწინებთ,  რომ აპლიკაცია მხოლოდ  1 წელია, ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის, ეს საკმაოდ ეფექტური მაჩვენებლია.

„ ამჟამად ჩვენს აპლიკაციას დღეში საშუალოდ 200-მდე  ადამიანი იწერს და ჩვენი შეკვეთების  ნახევარზე მეტი უკვე სწორედ ამ არხით შემოდის. შეგვიძლია ამაყად  ვთქვათ , რომ საქართველოში მობილური აპლიკაციით ბიზნესის კეთებაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია  ფუდპანდას უჭირავს.“ - აღნიშნავს გიგა ქერქაძე.

 foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით  80-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ. 

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს  45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. ამ ეტაპზე ფუდპანდა მსოფლიო 40 ბაზარზეა აქტიური, მათ შორის, აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებში.