თბილისის უბნების ნაწილი სასმელ წყალს დღესაც გარკვეული მონაცვლეობით მიიღებს. ამის მიზეზი არაგვის ხეობაში რამდენიმედღიანი კოკისპირული წვიმა და წყალდიდობაა, რაც პრობლემას უქმნის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების გამართულად ფუნქციონირებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს, 8 ივნისს, 16:00 საათიდან 00:00 საათამდე (ღამის 12 საათი) წყალს მიღებენ თემქის III, მუხიანისა და გლდანის მიკრორაიონები და მათი მიმდებარე დასახლებები.
ხოლო, დღეს, 12:30 საათიდან 00:00 საათამდე (ღამის 12 საათი) წყალმომარაგება შეუწყდება:
საბურთალოზე: ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებს, ქავთარაძის, ჯიქიას, გამრეკელის, ზაქარიაძისა და მათი მიმდებარე ქუჩებს
ვაკეში: წყნეთის გზატკეცილს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილსა და მის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილს.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე -
http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.