„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

სამდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ და არაგვის ადიდებით გამოწვეულმა ღვარცოფებმა პრობლემა შეუქმნა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას. შექმნილმა მდგომარეობამ წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების დარღვევა გამოიწვია. აღნიშნულის გამო, დღეს, დედაქალაქის ზოგიერთ უბანს წყალი შეფერხებებით მიეწოდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რაც გაგრძელდება მდგომარეობის სრულ სტაბილიზაციამდე და წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების აღდგენამდე.