8 ივნისს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა მე-6 კონკურსის გამარჯვებულთა კონცერტი გაიმართება.
დაუკრავს კონკურსის სპეციალური პრიზის მფლობელი ვიოლონჩელისტი, რევაზ ხაინდრავა ასევე მევიოლინეები კატარინა გეგელია, ნინი გიორგაძე, გვანცა ბუცხრიკიძე, თორნიკე რუხაძე, თეონა ჯინჭველაძე
შესრულდება ვივალდისა და მოცარტის ნაწარმოებები, ასევე საუკეთესო ნაწარმოებები საბავშვო რეპერტუარიდან. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს კამერული ორკესტრი „თბილისის კონცერტინო“ დირიჟორი გიორგი შილაკაძე