„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას, რადგან, აღმაშენებლის ხეივანში დღეს დილიდან დაგეგმილი ახალი ქსელის მიერთებითი სამუშაოების განხორციელება, რის შესახებაც მომხმარებელი წინასწარ იყო ინფორმირებული, ტექნიკური მიზეზების გამო დღეს აღარ მოხდება.

შესაბამისად, დღეს, სასმელ წყალს ჩვეულ რეჟიმში მიიღებს ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა.

სამუშაოების ჩატარების თარიღის შესახებ, კომპანია მოსახლეობას ინფორმაციას წინასწარ მიაწვდის.