ალექსეევკის დასახლებაში გარე განათების ქსელი დამონტაჟდა

ალექსეევკის დასახლებაში გარე განათების ქსელი დამონტაჟდა

„სინათლის ქალაქმა“ ალექსეევკის დასახლებაში, ქებურიას ქუჩაზე გარე განათების ქსელი დაამონტაჟა. აღნიშნულ ადგილზე სულ 11 სანათი ბოძი დაიდგა. გარე განათების ქსელის განვითარება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოხდა. დასრულებული სამუშაოები დღეს ადგილზე „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

„სინათლის ქალაქის“ დირექტორის მოადგილის ვეფხვია ბაძაღუას თქმით, მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ „სინათლის ქალაქს“ გარე განათების ქსელის მოწყობის თხოვნით მიმართა, მერიის მუნიციპალურმა საწარმომ სამუშაოები ოპერატიულად დაიწყო და 3 დღის განმავლობაში 350 მეტრიანი ქსელი მოაწყო; დამონტაჟდა 11  ბოძი და 18 სანათი.  ბაძაღუას თქმით, „სინათლის ქალაქი“ გარეუბნებსა და ახალ დასახლებებში განათების ქსელების მოწყობას კვლავაც განაგრძობს.

„სინათლის ქალაქის“ დირექტორის პირველი მოადგილის  გიორგი ამაშუკელის თქმით კი, ქებურიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში გარე განათება არასდროს ყოფილა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „სინათლის ქალაქი“ გარე განათების ქსელის მოწყობას არამხოლოდ ცენტრალურ, არამედ გარე უბნებშიც ახორციელებს.

თავის მხრივ, ქებურიას ქუჩის მაცხოვრებლებმა „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობას ქუჩის განათებისა და სამუშაოების ოპერატიულად წარმოებისთვის მადლობა გადაუხადეს.