გლდანში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მშვილდოსნობაში ჩემპიონატიგაიმართა

გლდანში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მშვილდოსნობაში ჩემპიონატიგაიმართა

გლდანში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მშვილდოსნობაში ჩემპიონატიგაიმართა. რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის და ჟურნალისტთა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იზრუნე და გადაარჩინეს“ (ხელმძღვანელი ნანა ფეიქრიშვილი) ინიციატივით, გლდანის მოსწავლეთა პროფესიული მომზადების ცენტრში მშვილდოსანთა კლუბ ,,გეოგენის“ წევრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მშვილდის სროლაში ერთმანეთს შეეჯიბრნენ.

გამარჯვებული გოდერძი ზაქარაია გახდა, რომელიც გლდანის გამგებელმა თასით და მედლით დააჯილდოვა. გამარჯვებულს მიესალმნენ გლდანის ჩემპიონები ფეხბურთში, რაგბსა და ჭადრაკში. ღონისძიებას დაესწრნენ ახალგაზრდა კარატისტები, მოჭიდავეები და ნორჩი მხატვრები.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 177-ე სკოლაში (დირექტორი გელა ოდიშელიძე) კონცერტი გაიმართა, რომელსაც მსახიობი ნუგზარ კვაშალი წაუძღვა. ღონისძიებაზე მიპატიჟებული იყვნენ გლდანის რაიონის თანამშრომლები. გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ სიტყვით მიმართა მოსწავლეებს, მიულოცა დღევანდელი დღე და შემდგომი წინსვლა უსურვა.