თურქეთში გეზი პარკის მოვლენების (2013 წელს, ტაქსიმში გეზი პარკში ხეების მოჭრის გასაპროტესტებლად გამოსულ ხალხსა და პოლიციას შორის სერიოზულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი) წლისთავზე პოლიცია გაზეთ “ზამანის” კორესპონდენტს ემრე შენჯანს სასტიკად გაუსწორდა. როგორც შენჯანმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი ჟურნალისტის პირადობა აჩვენა პოლიციელს, პოლიციელმა მასზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფის მიყენება მაინც გააგრძელა. შენჯანმა შიშლის საავადმყოფოში თავდასხმის შედეგად მიღებული დაზიანებების დამადასტურებელი საბუთი აიღო და მომხდართან დაკავშირებით საჩივარის შეტანას აპირებს.
თურქეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ დილით, პოლიციის მიერ გეზი პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის გაყვანას ათობით ჟურნალისტი ადევნებდა თვალს, გადაღებების მიმდინარეობისას, “ზამანის” კორესპონდენტს თავს დაესხნენ. მობილური ტელეფონით ფოტოს გადაღების მოტივით ემრე შენჯანი პოლიციამ დააკავა.
მიუხედავად იმისა, რომ შენჯანმა პოლიციას არაერთხელ განუცხადა ჟურნალისტი იყო, პოლიციელი შეურაცxყოფის მიყენებას მაინც აგრძელებდა.
პოლიციელის კითხვაზე, თუ რომელი გაზეთის ჟურნალისტი ვიყავი, “ზამანის” (თურქეთში ყველაზე დიდი, 900 ათასზე მეტი ტირაჟის მქონე გაზეთი და სერიოზულად აკრიტიკებს ერდოღანის მთავრობის ქმედებებს. For.ge) გაგონებაზე პოლიციელი უფრო მეტად განრისხდა და წელს ქვემოთ ფეხით მირტყამდა“ - აღნიშნა ჟურნალისტმა.
ჟურნალისტმა, რომელმაც თავდასხმის მსხვერპლი გახდა, ეს მომენტი გაიხსენა: ″პოლიციელებმა მითხრეს, ვიღაცის ბრძანებით, პროვოკაციის მოსაწყობად მოხვედითო, ჩანთა გამიხსნა, ჩემს აირწინაღს მაჩვენებს, როგორც დანაშაულს. აირწინაღს ატრიალებდა აქეთ-იქეთ და, „ხედავთ პროვოკაციის მოსაწყობად მოსულა. ხედავთ „ზამანის“ კორესპონდენტია“ - ამბობდა პოლიციელი. თითქოს ჩემი იქ ყოფნა დანაშაული იყო... ძირს ძალით დამაწვინეს, საზარდულში 3-4 ჯერ ფეხი დამარტყეს. მე ვუთხარი, რომ თუ ჩემს დაკავებას აპირებთ, როგორც ადამიანი ისე მოვალ. ბოლოს და ბოლოს უდანაშაულო ვარ-მეთქი. სასტიკად იქცეოდნენ“.