GWP ბაგების სატუმბო სადგურსა და წავკისის რეზერვუარზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩატარებს

GWP ბაგების სატუმბო სადგურსა და წავკისის რეზერვუარზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ზაფხულის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით, დღეს დილიდან, ბაგების სატუმბო სადგურსა და წავკისის რეზერვუარზე, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს.

ამ მიზნით, დღეს, 1 ივნისის დილის 10:00 საათიდან 2 ივნისის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

წავკისს, კიკეთს, კოჯორს, წყნეთს, ტაბახმელას, შინდისს, ახალდაბასა და ბეთანიის დასახლებას.

ასევე, დღეს, 17:00 საათიდან 2 ივნისის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

სოფელ ბაგებს, ჭავჭავაძის გამზ. N83-ს, უნივერსიტეტის ქ-ზე მდებარე თსუ-ს სასწავლო კორპუსებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, წმ. გიორგის სახ. საშუალო სკოლას, მცენარეთა დაცვის ინსტიტუტს.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე -

http://www.georgianwater.com/ka/dagegmili  ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.