კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ზაფხულის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით, ხვალ დილიდან, ბაგების სატუმბო სადგურსა და წავკისის რეზერვუარზე, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.
სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხვალ, 1 ივნისის 10:00 საათიდან 2 ივნისის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
წავკისს, კიკეთს, კოჯორს, წყნეთს, ტაბახმელას, შინდისს, ახალდაბასა და ბეთანიის დასახლებას.
ასევე, 1 ივნისის 17:00 საათიდან 2 ივნისის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
სოფელ ბაგებს, ჭავჭავაძის გამზ. N83-ს, უნივერსიტეტის ქ-ზე მდებარე თსუ-ს სასწავლო კორპუსებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, წმ. გიორგის სახ. საშუალო სკოლას, მცენარეთა დაცვის ინსტიტუტს.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე -
http://www.georgianwater.com/ka/dagegmili ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.