30 მაისს, 12:00 საათზე, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია XII კლასელებს გააცილებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, სადაც მათ 3 მილიონზე მეტი დოლარის ოდენობის სასწავლო გრანტები მოიპოვეს. მსგავსი მიღწევა საქართველოს არცერთ საშუალო სკოლას არასდროს ჰქონია.
გაცილების საზეიმო ღონისძიება თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან ამერიკული აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მამუკა ხაზარაძე, დამფუძნებელი დირექტორი - დონალდ თომასი, მოწვეული სტუმრები - კორტნი ოსტრიანი, აშშ-ს საელჩოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
გთხოვთ, მობრძანდეთ!