რუსთავის ნაწილს, ხვალ, წყალმომარგება რამდენიმე საათით შეეზღუდება

რუსთავის ნაწილს, ხვალ, წყალმომარგება რამდენიმე საათით შეეზღუდება

კომპანია "რუსთავის წყალი", ხვალ დილიდან,  აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. კომპანია სამუშაოებს ჩათმის რეზერვუარების მკვებავ  800 მმ-იან მაგისტრალურ მილდენის დაზიანებულ მონაკვეთზე განახორციელებს. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს.

მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის მიზნით, ხვალ 28 მაისს, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება რუსთავის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობას, ასევე ჭყონდიდელის, ე.წ. ინტერნატების დასახლებას. მარჯვენა სანაპიროს ქუჩები და მიკრორაიონები წყალს დაბალი წნევით მიიღებენ. მიკრორაიონებში წყლის მიწოდება, სავარაუდოდ, მაღალსართულიანი კორპუსების მეოთხე სართულებამდე შენარჩუნდება.

სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, წყალმომარაგება არ შეუწყდება VI, VII, VIIა და VIII მიკრორაიონებს, სადაც მოსახლეობა წყალს შეუზღუდავად, ჩვეული რეჟიმში მიიღებს.

„რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს, ამასთან,  კომპანია შეეცდება სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს და წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი შეძლებისდაგვარად შეამციროს.