გლდანის რაიონის გამგეობამ 26 მაისის აღნიშნა

გლდანის რაიონის გამგეობამ 26 მაისის აღნიშნა

გლდანის რაიონის გამგეობამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნა.

სარაგბო სტადიონზე ,,ავჭალა“, მოზარდთა შორის გლდანის ჩემპიონატი

გაიმართა. რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ფარგლებში, 2001-2002 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის რაგბის ჩემპიონის ტიტული გუნდმა ხვამლი-ავჭალამ მოიპოვა, (მწვრთნელი დავით ცხვედიანი), რომელმაც ფინალში 6:1 დაამარცხა ხვამლი-გლდანის კენტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეები, სპორტსმენები.

გამარჯვებული გუნდი მედლებით დააჯილდოვეს, გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ, მოადგილეებმა ნანა ციმაკურიძემ, გიორგი თულაშვილმა და ზურაბ ქაშიაშვილმა. ,,ქალაქზე მზრუნველის“ წოდების მფლობელმა - თემურ გოცირიძემ.

გლდანის გამგეობის მიერ დაწესებული თასი გამარჯვებული გუნდის კაპიტანს ქალაქის საკრებულოს წევრმა, ნუგზარ მალაღურაძემ გადასცა.

მორიგი ღონისძიება ლომისის ტაძრის მიმდებარედ არსებული საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სახელობის სკვერში გაიმართა.  გამგეობის თანამშრომლებმა, სტუმრებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სკვერში არსებული მემორიალური დაფა გვირგვინებით და თაიგულებით შეამკეს.

გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ დღევანდელი დღე მიულოცა გარდაცვლილი მებრძოლების ახლობლებს: ,, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 97 წლისთავი აღინიშნება. გლდანის რაიონის გამგეობა ულოცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული პატივითა და მოწიწებით მინდა გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი გმირები. მინდა ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე და მათი სახელის უკვდავსაყოფად მომავალი ღონისძიებები თქვენთან ერთად დავსახო” - მიმართა გამგებელმა დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრებს.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო ფოლკლორული ანსამბლმა ,,შავლეგო“. გმირების სულის მოსახსენებელი პარაკლისი ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ აღავლინა. შეხვედრა გლდანის პარკში დასრულდა, სადაც სკოლა ლიცეუმმა ,,ლომისმა“ და 26-ე მუსიკალურმა სკოლამ 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა.