24 მაისს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიება - Spotlight 2015. პაშა ბანკი იყო ღონისძიების პლატინის სპონსორი.
Spotlight 2013 წლიდან ტარდება და აქ ქართველი მარკეტერები და სხვა პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
ღონისძიებაზე გაიმართა პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტის - Spotlight Marketing Library პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა Spotlight-სა და თბილისის მედიათეკასთან ერთად. პროექტის მიზანია ერთ კომფორტულ სივრცეში მოუყაროს თავი მარკეტინგის, ბრენდინგის, PR და სხვა მომიჯნავე დარგების თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და გახადოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.
„ჩვენ ნათლად ვხედავთ Spotlight-ის მნიშვნელობას ადგილობრივი ბიზნესსაქმიანობის განვითარების და პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხით. შესაბამისად, გადავწყვიტეთ აღნიშნული პროექტის პლატინის სპონსორობა. უფრო მეტიც! ჩვენ მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არ შემოვიფარგლეთ და ძალიან სასარგებლო და საინტერესო პროექტი წარვადგინეთ თბილისის მედიათეკასა და Spotlight-თან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, მარკეტინგის მიმართულებით ლიტერატურა მარტივად ხელმისაწვდომი არ არის, გადავწყვიტეთ, ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს მივცეთ საშუალება, ისარგებლოს თანამედროვე პროფესიული ლიტერატურით Spotlight Marketing Library-ში და ვიწვევთ ნებისმიერ კომპანიას, შემოუერთდეს პროექტს და შეავსოს ბიბლიოტეკა ახალი წიგნებით!“- აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის PR და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.
პაშა ბანკი, მთავარი ღირებულებებიდან გამომდინარე, ფოკუსირდება გრძელვადიან და ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობებზე. ბანკი Spotlight-თან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს.