აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის თემა იყო, „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: პერსპექტივები და გამოწვევები“. 22-23 მაისს სასტუმრო რადისონში და შავი ზღვის სართაშორისო უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციის გახსნას დაესწრნენ ევრიკავშირის ელჩი საქართველოში ჯონეს ჰერმანი და საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი.
კონფერენციის ფარგლებში ჩამოსული და ადგილობრვი აკადემიკოსები განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევები და გამოწვევები, ისევე როგორც, სხვა სახელმწიფოების გამოცდილება ამ მიმართულებით. ამიტომაც, მონაწილეთა შორის არიან მოწვეული სტუმრები ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, კავკასიის რეგიონიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩატარებულ კონფერენციის ორგანიზატორია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კონფერენცია მიზნად ისახავდა პოლიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან ფორუმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტენსიურ დიალოგს ევროინტეგრაციის საკითხებზე.
კონფერენცია ჩატარდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზაციით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA), ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბთან და საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-ცენტრთან თანამშრომლობით.
კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ მკვლევარები, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი სპეციალისტები და აკადემიურ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები როგორც საქართველოს, ისე ამერიკის, დიდი ბირიტანეტის, თურქეთის, პოლონეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და ერაყის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. მონაწილეთა მოხსენებები მოიცავს თემებს, როგორიცაა პარტნიორი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების გამოწვევები ევროკავშირის წევრობის გზაზე, ეკონომიკა და სექტორული თანამშრომლობა, განათლება, ენერგეტიკა, ფინანსები, ტურიზმი და ა.შ. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.