გვანცა შენგელიამ და მიქაელა მარქსოვამ   მინისტრმა წეროვნის ჩასახლება მოინახულეს

გვანცა შენგელიამ და მიქაელა მარქსოვამ მინისტრმა წეროვნის ჩასახლება მოინახულეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა მინისტრის მოადგილემ გვანცა შენგელიამ,   ჩეხეთის  შრომისა და  სოციალური დაცვის მინისტრმა მიქაელა მარქსოვამ და საქართველოში ჩეხეთის ელჩმა ტომას პერნიცკმა  წეროვნის დევნილა ჩასახლებში არსებული ამბულატორია დაათვალიერეს.

აღნიშნული ამბულატორია ჩეხეთის მთავრობის დაფინანსებით აშენდა და 2009 წლიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას უწევს.

მინისტრის მოადგილემ, სტუმრებთან ერთად, წეროვნის ტიხრული მინანქრის სახელოსნო "იკორთა" მოინახულა, სადაც ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები არიან დასაქმებულნი.