სამტრედიაში რამდენიმე საჯარო მოხელემ სამსახური დატოვა და „ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა გამოუცხადა. ისინი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამტრედიაში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახი კალაძემ წარადგინა. კერძოდ, „ქართულ ოცნებას" და პირადად კალაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა ტატა გოგუაძემ, მე-12 საჯარო სკოლის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ თინათინ ხარძიანმა, მრავალპროფილური სკოლა -„ცოდნის" პედაგოგმა მარინა კიკაბიძემ, ასევე პედაგოგმა თეონა გიორგაძემ, კულტურის ცენტრის თანამშრომელმა ქეთევან ლორთქიფანიძემ და ექიმმა ნათია გოგუაძემ.