სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II 13 ასურელი მამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სოფელ ქანდაში, მამათა მონასტერში ჩაბრძანდა და ლოცვა ჩაატარა.
ქანდის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. მინისტრის განცხადებით, ქართველებისა და ასურელების ურთიერთობას უდიდესი ისტორია აქვს, რისი ნათელი მაგალითიც არის 13 ასურელი მამის ჩამობრძანება საქართველოში.
„დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მოძმე ასურელების მხარდაჭერა, რომლებმაც საუკუნეების წინ საქართველოში იპოვეს ნავსაყუდელი, როდესაც მათ თანამოძმეებს და ამავე დროს ჩვენს თანამოძმეებს დევნიან სირიისა თუ ერაყის ტერიტორიაზე“- განაცხადა სოზარ სუბარმა.