"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საკომუნიკაციო ქსელში წარმოქმნილი ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, გამთენიისას, 04.00 საათზე, ძაბვის ვარდნის გამო, დაზიანდა კომპანიის უწყვეტი კვების წყარო, რამაც გამოიწვია შეფერხება საკომუნიკაციო ქსელზე. აღნიშნული ხარვეზის შედეგად შეფერხებულია წვდომა კომპანიის ცხელი ხაზის, ვებგვერდის, ონლაინჩატის, MY gwp–ს, SMS და ონლაინ გადახდების სერვისებზე.
ამ ეტაპისთვის ნაწილობრივ აღდგენილია ცხელი ხაზის სატელეფონო სისტემის მუშაობა, ხოლო დანარჩენი სერვისები ხელმისაწვდომი გახდება დღის ბოლომდე.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტისთვის.