GWP აღმაშენებლის ხეივანში, დღეს, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

GWP აღმაშენებლის ხეივანში, დღეს, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს საღამოდან, აღმაშენებლის ხეივანში  გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის რესტორან „ფორტუნას" მიმდებარედ გამავალ მონაკვეთზე. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლა ითხოვს.

გადაუდებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, 18:00 საათიდან 3 აპრილის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ზაჰესის დასახლების ნაწილს, ქოშიგორას, სოფ. ზურგოვანს, ამერიკის საელჩოს დასახლებას, დიდ დიღომს, ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას, გოთუას ქუჩასა და ზემო ვეძისის ნაწილს.

საქალაქო სასამართლოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ხვალ, 3 აპრილის დილის 09:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე

http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.