საქართველოს პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევესაუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს.
"ჩვენ ვხვდებით იმ ქვეყნების ელჩებს გაეროში, რომელთაც ჯერ არ აქვთ წარმომადგენლობა საქართელოში. ჩვენ გვაქვს მათთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ჯერ არც საქართველოს აქვს იმ ქვეყნებშიწარმომადგენლობა და არც მათ საქართველოში. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ურთიერთობის დროს ჩვენ წამოვწიოთ ის მთავარი საკითხები, რაც უკავშირდება საქართველოს ცნობადობას,საქართველოს პრობლემატიკას, გლობალურად მნიშვნელობას არაღიარების პოლიტიკის გაღრმავებისა. მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრის შედეგები აისახება ჩვენს საგარეო იმიჯზე."-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრნენ გაერო-ში შემდეგი ქვეყნების ელჩები : გვინეის, გრენადის, იამაიკის, კაბო-ვერდეს, ტიმორ-ლესტეს, ტონგას და უგანდას.