სამინისტროს ავღანეთისა და ერაყის რესპუბლიკების წარმომადგენლები ეწვივნენ

სამინისტროს ავღანეთისა და ერაყის რესპუბლიკების წარმომადგენლები ეწვივნენ

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამინისტროს თანამშრომლები ავღანეთის ისლამური რესპუბლიკისა და ერაყის რესპუბლიკის დელეგაციებს შეხვდნენ.

ავღანეთისა და ერაყის რესპუბლიკების წარმომადგენელების ვიზიტი ბუდაპეშტის პროცესის პროექტ, „აბრეშუმის გზების პარტნიორობის ხელშეწყობა მიგრაციისთვის“ ფარგლებში განხორციელდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა ავღანეთისა და ერაყის რესპუბლიკების სამთავრობო დაწესებულების მაღალი რანგის თანამდებობის პირებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს  მიგრაციის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: მიგრაციული ნაკადების მართვა, კოორდინირების ეროვნული მექანიზმები, მონაცემთა ბაზების სისტემატიზაცია, მიგრაციის პოლიტიკისა და ინსტიტუციური განვითარება.

ბუდაპეშტის პროცესი არის საკონსულტაციო ფორუმი და საერთაშორისო დიალოგის ფორმატი ევროპისა და აზიის 50-ზე მეტი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომელიც მიზნად ისახავს, ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას პროცესში მონაწილე ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მიგრაციის სხვადასხვა მიმართულებებზე. საქართველო აქტიურადაა ჩართული ბუდაპეშტის პროცესის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებში.