საყდრისის დამცველებთან ერთად ხელისუფლებას საბადოს ნგრევის შეჩერება კობა ხაბაზმა და სერგო რატიანმაც მოსთხოვეს
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა საბადოს გადარჩენის მოთხოვნით აქცია "თავისუფალი ზონის" ხელმძღვანელთან კობა ხაბაზთან და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სერგო რატიანთან ერთად გამართეს.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 30 მარტს გაიმართა. ისინი საბადოს ჯერ კიდევ აუთვისებელ ტერიტორიაზე, შესწავლის მიზნით ქართველი და გერმანელი არქეოლოგების დაშვებას ითხოვდნენ. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები დეპუტატებსაც მოუწოდებენ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დროულად შეიქმნას.