საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი, გოგი ფაცაცია და მამუკა ცოტნიაშვილი, დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია, სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი დავით ნარსია და სამინისტროს თანამშრომლები იმ დევნილ ოჯახებს ხვდებიან, რომლებმაც ზუგდიდში, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები ვერ მიიღეს.
მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს შენობაში, ყველა დევნილ ოჯახს ინდივიდუალურად იღებენ და მათ პრობლემებს ისმენენ. სამინისტრო ყველა დევნილი ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად შეისწავლის.