31 მარტს, 14:30 ზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, შპს „რუსთავის ფოლადის" დასაქმებულები გამართავენ საპროტესტო აქციას.
რუსთავის ფოლადის დასაქმებულები გააპროტესტებენ 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის მიერ „რუსთავის ფოლადის" წინააღმდეგ გამოტანილ უსაფუძვლო გადაწყვეტილებას რამაც ქარხანას აუკრალა მისი უძრავ მოძრავი ქონების, ასევე მისი ძირითადი ნედლეულის - წიდასაყარის - გამოყენება, რაც ქარხნის ფუნქციონირებას და 2000 ადამიანის სამუშაო ადგილს საფრთხის წინაშე აყენებს.
შპს „რუსთავის ფოლადი" იმედს გამოთქვამს რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განმხილველი მოსამართლეები მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც საშუალებას მოგვცემს დავუბრუნდეთ ნორმალურ სამუშაო რეჟიმს და 2000 ადამიანის სამუშაო ადგილს საფრთხე აღარ შეექმნას.