31 მარტს, 13:00 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, რომელზეც ცნობილი გახდება წლევანდელი, შავი ზღვის რიგით IX ჯაზ-ფესტივალის მონაწილე უცხოელი შემსრულებლების ვინაობა.
გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და „ისთერნ პრომოუშენს"-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე.
გთხოვთ, მობრძანდეთ!
მის: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკი, IV სართული