დღეს პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით - 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამოირთვება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უერთდება გლობალურ გარემოსდაცვით აქციას "დედამიწის საათი", რომელიც ყოველი წლის მარტში იმართება.
გარემოსდაცვით კამპანიას საქართველო მეშვიდედ უერთდება.