ექსპერტიზა დარღვევით ჩატარდა

ექსპერტიზა დარღვევით ჩატარდა

კიდევ ერთი ბრალდება მთავარ პროკურატურას. ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები საგამოძიებო უწყების ქმედებებს აპროტესტებენ. როგორც თავდაცვის დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების დაცვის მხარემ "პირველი რადიოს" რადიო კლუბში განაცხადა , პროკურატურამ გუშინ გვიან ღამით რამდენიმე დამატებითი ექსპერტიზა დანიშნა, რომლებიც მათი მტკიცებით დარღვევით ჩატარდა. მათი თქმით, სადაო სწორედ ის ექსპერტიზის დასკვნები გახდა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აღმკვეთის ღონისძიებად დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების პატიმრობა მოითხოვა.მათივე თქმით, დღეს პროკურატურამ მათ მხოლოდ მტკიცებულებათ ნუსხა გადასცა. ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ პროკურატურა ვალდებული იყო სასამართლომდე მტკიცებულებები სრულად 5 დღით ადრე გადაეცა. ადვოკატების ბრალდებებს კიდევ ერთხელ უპასუხეს მთავარ პროკურატურაში.შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე მტკიცებულებები სასამართლოში უკვე მიიტანა. საგამოძიებო უწყების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 21 ტომისაგან შედგება. მათ შორის ორი ტომი საიდუმლოა.