მეტეხის გვირაბში 100-ზე მეტი სანათი შეაკეთეს

მეტეხის გვირაბში 100-ზე მეტი სანათი შეაკეთეს

დაზიანებული სანათების აღდგენისა და დასუფთავების მიზნით, გვიან ღამით, მეტეხის გვირაბი რამდენიმე საათით ჩაიკეტა. სარემონტო და დასუფთავების სამუშაოები 1 საათზე დაიწყო და დილის 5 საათზე დასრულდა. 

გვირაბის შეკეთება-დასუფთავება „სინათლის ქალაქისა“ და „თბილსერვის ჯგუფის“ ინიციატივით მოხდა.

„სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელის ვასილ ხორავას თქმით, მეტეხის გვირაბში 100-ზე მეტი  სანათი იყო  დაზიანებული და მათი აღდგენა ოპერატიულად  მოხდა.

„გვირაბი საჭიროებდა სავენტილაციო ოთახების დასუფთავებას, რის გამოც „თბილსერვის ჯგუფმა“ გადაწყვიტა შემოერთებოდა „სინათლის ქალაქის“ ღონისძიებას და მთლიანად გაერეცხა გვირაბი“ - განაცხადა ვასილ ხორავამ.

„სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელის თქმით, სწორედ მეტეხის გვირაბით ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური გადაადგილება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს მოწესრიგებული, სწორად განათებული და მგზავრთა გადაადგილება იყოს კომფორტული.