01:00-დან 05:00 საათამდე მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება

01:00-დან 05:00 საათამდე მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება

27 მარტს, 01:00 საათზე დაზიანებული სანათების აღდგენისა და დასუფთავების მიზნით, მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება. სარემონტო და დასუფთავების სამუშაოები დილის 5 საათამდე გასტანს, რის შემდეგაც გვირაბში მოძრაობა აღსდგება.

„სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელის ვასილ ხორავას თქმით, მეტეხის გვირაბში ამ დროისთვის დაახლოებით 100-მდე სანათია დაზიანებული და მათი აღდგენა ოპერატიულად უნდა მოხდეს.

„გვირაბი საჭიროებს სავენტილაციო ოთახების დასუფთავებას, რის გამოც “თბილსერვის ჯგუფმა” გადაწყვიტა შემოერთებოდა „სინათლის ქალაქის“ ღონისძიებას და მთლიანად გაერეცხა გვირაბი“ - განაცხადა ვასილ ხორავამ.

„სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელის თქმით, სწორედ მეტეხის გვირაბით ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური გადაადგილება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს მოწესრიგებული, სწორად განათებული და მგზავრთა გადაადგილება იყოს კომფორტული.

„სინთლის ქალაქი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შეფერხებისთვის და თხოვს გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ ღონისძიებას.