გლდანის რაიონში 4000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული. გეგმით გათვალისწინებული პროექტის მიხედვით შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ა.წ. 30 სექტემბრამდე 782 პანდუსის კეთილმოწყობას. პანდუსები დამონტაჟდება მაგისტრალების მიმდებარე ტროტუარების ზონაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან, გადასასვლელებთან, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებთან, საცხოვრებელ კორპუსებთან, სკვერებისა და სხვა დანიშნულების ობიექტებთან.
აღნიშნულ სამუშაოები ქერჩის ქუჩიდან დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ამოწმებენ გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე გიორგი თულაშვილი და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების თანამშრომლები.